დავასრულეთ სასაწყობო მეურნეობის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები. ობიექტი დამკვეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ჩაბარდა. სულ აშენდა 1500 კვ.მ საწყობი და 250 კვ.მ საოფისე ფართი. სამუშაოს წარმოებისას გამოყენებულ იქნა უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალა, რომელიც პარტნიორმა ორგანიზაციებმა მოგვაწოდეს. მშენებლობის ხანგრძლიობა შეადგენდა 3 თვეს ხოლო სარემონტო სამუშაოები 2 თვე მიმდინარეობდა.